среда, 27 апреля 2016 г.

მეცხრე დღე


1 კიდევ ერთხელ განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება და შევავსეთ პროექტის გეგმა.

2. ვისწავლეთ მართვის პანელის გამოყენება და ბმულების გაკეთება.

3. განვახორციელეთ  პროექტების პრეზენტაციები.
მთლიანობაში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კურსია. აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში პროექტის გეგმის  შაბლონს,  საინტერესო და მრავალფეროვან  რესურსებს.
     ტრენერი  ძალიან კარგად  და გასაგებად გვიხსნიდა ყველაფერს. ბევრი საინტერესო და საჭირო ბმული გაგვაცნო. ძალიან კმაყოფილი ვარ.
დიდი მადლობა. 

вторник, 26 апреля 2016 г.

მერვე დღე - სასწავლი პროექტის გეგმაში შევავსეთ შეფასების მოკლე მონახაზი, წინარეცოდნა, გავწერეთ სასწავლო პროცედურები კვირეების მიხედვით. გავეცანით მეექვსე მოდულის პირველ და მეორე აქტივობებს დიფერენცირებული სწავლების შესახებ. გადავუგზავნეთ ჩვენი ბლოგის მისამართემი ჩვენს ტრენერს

среда, 20 апреля 2016 г.

მეშვიდე დღე-

სახელმძღვანელოში გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევებს
2.ვისწავლეთ სასარგებლო ბმულები საგანმანათლებლო რესურსებზე.
3.ტექნოლოგიების სამართლებლივი და ეთიკური გამოყენება
4.გავეცანით საავტორო უფებებს
5.გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს.
6.გავაკეთეთ აქტივობების ჩამონათვალი.

вторник, 19 апреля 2016 г.

მეექვსე დღე - შევქმენით სლაიდ შოუ, შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის ნიმუში და გადავიტანეთ "ღრუბლებში".ვოსწავლეთ google forms-ში ტესტებისა დაკითხვების ნიმეშების შექმნა. ძალიან საინტერესო იყო/

среда, 13 апреля 2016 г.


მეხუთე დღე -განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა და შევიტანეთ ჩვენს სასწავლო პროექტის გეგმაში.E- MAIL ზე მიღებული რუბრიკები გადავიტანეთ ღრუბლებში და შევიტანეთ ცვლილებები ჩვენი შეხედულებისამებრ.განვიხილეთ მე-4 მოდული--- სასწავლო ნიმუშების შექმნა და  სლაიდშოუს კრიტერიუმების ჩამონათვალის ჩეკლისტი მოვარგეთ ჩვენს მიერ არჩეულ სასწავლო პროექტს.მოგვეცა დავალება კრიტერიუმებიდან გამომდინარე თითოეულ სლაიდზე მოვიფიქროთ  მოკლე განმარტება. მოსწავლის წინარე ცოდნის დასადგენად მოვიფიქროთ მინიმუმ 10 კითხვა გამოკითხვისათვის.

вторник, 12 апреля 2016 г.

მეოთხე დღე - განვიხილეთ საშინაო დავალება (ზოგადი, მიმართულების მიმცემი და შინაარსობრივი კითხვები), ვისწავლეთ დოკუმენტის შექმნა და გაზიარება ღრუბლებში, შევადგინეთ კითხვები, მათი დაკომენტარება, ერთმანეთის მოწვევა და როგორ გვქონდეს ერთმანეთის წვდომა. განვიხილეთ სახელმძღვანელოს მე-2 მოდულის მე-3 აქტივობა (შეფასების მეთოდები და სტრატეგიები) და მივიღეთ დავალება - მოვძებნოთ შეფასების ჩეკლისტები და რუბრიკები და მოვინიშნოთ სასურველი.

среда, 6 апреля 2016 г.

მესამე დღე: გავეცანით  მე-2 მოდულს-სასწავლო პროექტის დაგეგმვა. ვისწავლეთ ეროვნულ სასწავლო გეგმის პორთფოლიოში სტანდარტების შერჩევა და მათი ჩასმა გეგმაში. მიმოვიხილეთ პროექტის სასწავლო მიზნები და შედეგები და ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტის მიზნები. განვიხილეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები, მივიღეთ დავალება მოვიფიქროთ საკვანძო კითხვები ჩვენს პროექტებთან დაკავშირებით.

вторник, 5 апреля 2016 г.

მეორე დღე:    ვისწავლეთ პროექტის პორთფოლიოს შექმნა, დოკუმენტის შექმნა, განვიხილეთ როგორ ხდება პროექტის წინასწარ დაგეგმვა, დაგეგმვის პროცესის დაწყება, გავაკეთეთ პროექტების მონახაზი და განვიხილეთ ისინი. ვისწავლეთ" ღრუბლების" ფუნქცია-დანიშნულება და "ღრუბლებში" შენახვა, დოკუმენტების რედაქტირების რეჟიმში გადაყვანა. 

среда, 30 марта 2016 г.

პირველი დღე: გავეცანით პროექტის თემას და მიზნებს, განვიხილეთ ელექტრონული სახელმძღვანელო, ვისწავლეთ ელექტრონულ სახელმძღვანელოში ნავიგაცია,  ჩანართების გაკეთება, გავეცანით რესურსებს, ვისწავლეთ საინტერესო მასალის მონიშვნა, წაშლა, ამობეჭდვა. განვიხილეთ პროექტის შაბლონი, ვნახეთ მზა პროექტები და განვიხილეთ ისინი  ჯგუფებში. მიმოვიხილეთ 21-ე საუკუნის ძირითადი უნარ-ჩვევების დოკუმენტი, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, შევქმენით ბლოგი და დავწერეთ რეფლექსია.